Sunday, November 6, 2016

        
            პროექტ ,,სამართლის ქალაქის“ ფარგლებში სამიზნე ჯგუფებისათვის მოეწყო  
            პრეზენტაცია  თემაზე:  „არასრულწლოვანთა დანაშაული“. 
პრეზენტაციას საფუძვლად დაედო  წინასწარ  ჩატარებული გამოკითხვის  შედეგები  თემაზე  „რატომ არღვევენ მოზარდები კანონს? “

ამოკითხვა  ჩატარდა   საკლასო გარემოში წინასწარ შემუშავებული კითხვარების საშუალებით) .
     აღნიშნული აქტივობის  შედეგად მოსწავლეებმა  მიიღეს საჭირო ინფორმაცია კანონმდებლობასთან  და ზოგადად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული  საკითხების შესახებ. დისკუსიის მონაწილეებმა ახსნეს, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა,  აღწერეს  და შეაფასეს ის  საშიშროებები,  რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას  და  იმსჯელეს  არასრულწლოვან დამნაშავეთა უფლებებსა და მათი დაცვის საკანონმდებლო გარანტიებზე.


პროექტს აფინანსებს ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.